18 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
კეზერაშვილის შესაძლო ექსტრადირება - გია ვოლსკი კომენტარს აკეთებს

„მოდაში შემოვიდა, რომ ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ისრაელის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და  საერთაშორისო კორუფციული გარიგებების მთავარი ფიგურანტია.

ვოლსკი ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა მის ექსტრადირებას თუმცა, ვოლსკი უარყოფს, რომ კეზერაშვილის, ან ნებისმიერი სხვა პირის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მათ პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდება.

"მოდაში შემოვიდა, რომ ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს და დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება ადამიანი გაშინებს ან ინდულგენციას ყიდულობს თავისი პოლიტიკჯური გეგმების განცხადებით. გააკეთებს განცხადებას, რომ პოლიტიკური გეგმები აქვს, ამავე დროს, მეორე მხრივ, შეიძლება სერიოზული დიდი ფინანსური დანაშაულება ჰქონდეს. ასე, რომ ერთი და მეორე ამ ფაქტების დაკავშირება, ბოლო პერიოდში საინფორმაციო ველზე, საკმაოდ ინტენსიურად ხდება," - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ისრაელში კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ამას გარდა, ვოლსკი ამბობს, რომ გამოძიება საქართველოშიც არის დაწყებული.

„ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში გავრცელდა იმის თაობაზე, რომ ისრაელში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მისი და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იარაღით ვაჭრობას ეხება. ეს ისრაელში, რაც მიმდინარეობს, საქართველოში საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი, იქამდე რამდენადაც ვიცი, დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა, ომის შემდგომ პერიოდში, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა იქნა გამოვლენილი. გარდა ამისა, არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ, მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარე გამოძიებას, ერთი არის ფინანსური გადაცდომების საკითხზე და 7 ნოემბრის დარბევის საკითხზე. ასე, რომ ფინანსურ თემასთან დაკავშირებით, ბოროტად გამოყენების, კვალიფიკაცია არ მახსოვს ზუსტად, არის საქართველოშიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესი. წინასწარ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვერც ამ ეტაპზე ვერ შევცვლი გამომძიებლის კომენტარს ამ საქმეზე,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები