18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
2020 წლის არჩევნები - „ქართული ოცნება“ გარიგებას ცდილობს და კოალიციის შესაქმნელად ემზადება

„ქართული ოცნება“ გარიგებას ცდილობს. მმართველ პარტიაში უკვე საჯაროდ ადასტურებენ, რომ მომავალ წელს უმრავლესობას ვერ მიიღებენ და კოალიციის შესაქმნელად ემზადებიან.

პრემიერის პოლიტიკური აღიარება, დღეს ყველამ საჯაროდ მოისმინა. "ოცნების" ლიდერები ადასტურებენ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას 2020 წელს ვერ შეძლებენ და მთავრობის დასაკომპლექტებლად სხვა პარტიების ხმების დასჭირდებათ. ვის გაურიგდება ივანიშვილის პარტია, რომ მართვის სადავეები შეინარჩუნოს, პასუხის ბუნდოვანი იყო.

„ნაციონალური მოძრობა“ და „ევროპული საქართველო“ რომ „ოცნების“ ახალ კოალიციაში არც განიხილება, ეს უკვე დადასტურებულია. დანარჩენებს „ოცნება“ კარს უღებს, დაელაპარაკებიან ყველას, ვინც პარლამენტში მოხვდება. პოლიტიკურ კულუარებში „ოცნების“ მთავრ მოკავშირედ „პატრიოტთა ალიანსის“ სახელდება.

2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ტარდება. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში მოხვედრას შეძლებენ პატარა პარტიებიც.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია სატელიტი პარტიების წინაასაარჩევნოდ საგანგებოდ შექმნა და მათი პარლამენტში შეყვანა, იმისათვის რომ „ოცნებამ“ უმრავლესობის ფორმირება და მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ წამზომი ჩაირთო, ივანიშვილის პარტია ხელისუფლებიდან წასვლისთვის განწირულია და 2020 წელს საქართვლოს მთავრობას ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია დააკომპლექტებს.

ღია პოლიტიკური ვაჭრობა და გარიგებები 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიებს შორის რამდენიმე თვეში დაიწყება. იქამდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღოს და მოქმედი მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით ჩაანაცვლოს.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები