18 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
"გახარია უნდა წავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ცვლილებები“ - გიგა მაქარაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასეთი რანგის ხელმძღვანელის ცვლილება, ბუნებრივია, არის მესიჯი იმის, რომ თითქოს რაღაც "რეფრეშს" ან "რესტარს" აკეთებენ - ეს განცხადება ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა გააკეთა.

სამოქალაქო აქტივისტი შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული დაწინაურებების სერიას ეხმაურება.

გიგა მაქარაშვილი არ გამორიცხავს, რომ სწორედ 20 ივნისის აქტიურობის გამო მოხდა ამ სამართალდამცავების დაწინაურება.

„თუ არსებობს ფაქტები, როცა ის მედიას უშლის პროფესიულ საქმიანობაში ხელს, ფიქსირდება, სხვადასხვა კანონდარღვევა ფიქსირდება ან უფლების გადამეტება, ეს ბუნებრივია ცუდია და აჩენს ეჭვებს, რომ განსაკუთრებული აქტიურობის გამო, განსაკუთრებული ყოჩაღობის გამო, შეიძლება დაეწინაურებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ასეთი რანგის ხელმძღვანელის ცვლილება, ბუნებრივია, არის მესიჯი იმის, რომ თითქოს, რაღაც "რეფრეშს" ან "რესტარს" აკეთებენ. მე სიმართლე გითხრათ, ველოდი ბიძინა ივანიშვილისგან მთავრობის რესტარს, მარგამ როგორც ჩანს, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაიწყო. ვერავითარ რესტრარტი ვერ უშველის ამ საქმეს, გახარია უნდა წავიდეს. ვერც ერთი პოლიციელის, ვერც ერთი აღმასრულებელი პოლიციელის თანამდებობის შეცვლა და დაწინაურება ან დაქვეითება ვერ უშველის საქმეს. გახარია უნდა წავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ცვლილებები,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედები ახალ თანამდებობებზე გადაიყვანეს. საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ბირთველიშვილი, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. ვაჟა სირაძე კი საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.

 

 

 

დღის ამბები