26 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
თურქეთის საელჩოში ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თურქეთის საელჩოში მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა მასობრივი გენოციდის - ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოზე ამავე თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი "თურქული პასპორტი" უჩვენეს. ის თურქი დიპლომატების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა გადარჩენის ფაქტებზეა გადაღებული.

თურქეთის საელჩოსთან ერთად ხსოვნის საღამოს ორგანიზატორი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი იყო.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები