18 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
ქვეყნის პრემიერი გუგუტიანთკარში ისევ არ ჩადის - სამთავრობო კორტეჟის ბოლო გაჩერება წეროვანი იყო

ქვეყნის პრემიერი დაპირების მიუხედავად, გუგუტიანთკარში ისევ არ ჩადის. მამუკა ბახტაძე, საოკუპაციო ხაზს დღეს ოდნავ მიუახლოვდა, მაგრამ სამთავრობო კორტეჟის ბოლო გაჩერება, მხოლოდ წეროვანი იყო.

პრემიერმა, იქ ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, და ადგილზე ჟურნალისტების გარეშე ჩავიდა. ბახტაძის ვიზიტის ამსახველი მასალა მისივე პრეს სამსახურმა გაავრცელა, სადაც ქვეყნის პირველი პირი მხოლოდ ახალი კომპლექსის მშენებლობაზე საუბრობს და არც ერთი სიტყვით არ ახსენებს გუგუტიანთკარის მოსახლეობას, რომელიც უკვე 10 დღეა ადგილზე პრემიერის ჩასვლას ელოდება.

დღის ამბები