26 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა - საპროტესტო აქციების მეექვსე კვირა რუსეთში

საპროტესტო აქციების მეექვსე კვირა რუსეთში - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მოსკოვში დღეს ერთდროულად რამდენიმე აქცია მიმდინარეობს. სახაროვის მოედანზე კომუნისტური პარტიის მხარდამჭერების სანქცირებული აქცია გაიმართა, რომელშიც 4 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ერთკაციანი მიტინგები კი რუსეთის დედაქალაქში ამ დრომდე გრძელდება.

დემონსტრანტები მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებას, მასობრივი არეულობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. მოსკოვის მერიამ კომუნისტური პარტიის გარდა, დღეს სხვა არც ერთ ოპოზიციურ ჯგუფს მასშტაბური აქციის გამართვის უფლება არ მისცა. 

დღის ამბები