18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ბორის ჯონსონი ევროკავშირს ბრექსიტზე ახალი მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს

ბორის ჯონსონი ევროკავშირს ბრექსიტზე ახალი მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკისადმი გაგზავნილ წერილში ბრიტანეთის პრემიერი წერს, რომ შეთანხმებიდან საერთოდ უნდა ამოიღონ ეგრეთ წოდებული "ბექ სთოფის გეგმა."

ეს არის დროებითი მექანიზმი, რომელიც ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საბაჟო საზღვრის გავლების თავიდან აცილების გარანტიას იძლევა. ბორის ჯონსონი კი სამომავლოდ ამ მექანიზმში ბევრ საფრთხეს ხედავს და მიიჩნევს, რომ ის არ შეესაბამება არც დემოკრატიის პრინციპებს და არც ბრიტანეთის სუვერენიტეტს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ შეთანხმებიდან "ბექ სთოფის" პუნქტის ამოღების შემთხვევაში, პარლამენტი ბრექსიტის გეგმას მხარს დაუჭერს.

დღის ამბები