ოპოზიციაში ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ - განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ პრეზიდენტმა საკუთარ მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი დანიშნა.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოში უსაფრთხოების სისტემა აღარ არსებობს, რადგან მასში რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან იმფლიტრირებული.
„ძალიან მნიშვნელოვანია,რომ საზოგადოებაში დაიწყოს მსჯელობა ლუსტრაციის კანონზე, რომელიც იქნება ძალიან კარგად გაწერილი, საერთო თანხმობა იქნება და რეალურად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება რეალურად ის ინსტრუმენტი,რომ გამოვააშკარავოთ ადამიანები, რომელთა იმფლიტრაცია მოხდა რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩვენს უსაფრთხოების სისტემაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის რეალურად გასაღები, უსაფრთხოების სისტემის გაწმენდის,რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მაშინ,როცა ქვეყანაში მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის ყველა მიმართულებით ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს, პრეზიდენტის მრჩევლად რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლის დანიშვნა აუხსნელი ქმედებაა.
„პრეზიდენტი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ნიშნავს პირს, რომლის სამუშაო გამოცდილებაც შემოიფარგლება იმ წლებში და შემდგომ 90-იან წლებში უშიშროების სამსახურში მუშაობით. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული შეშფოთების საკითხი და ეს არის ლუსტრაცია ხელისუფლების პოლიტიკის რუსული აგრესიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა მთავარი და ყველაზე მტკიცე პასუხი უნდა იყოს სწორედ ამ ხელისუფლების შეცვლა,“- აცხადებს ირაკლი აბესაძე.