18 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს დღეს დილით მიმართა. პარლამენტში მას სავარაუდოდ, ლევან მგალობლიშვილი შეცვლის. კურიერის ინფორმაციით შალელაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ის სავარაუდოდ ბიზნეს საქმიანობას დაუბრუნდება. მას კომენატარი გაფაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაუკეთებია. შალელაშვილი პარლამენტის წევრი პროპორციული სიით გახდა. "ქართული ოცნების" პროპორციული საარჩევნო სია დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე გაჩერდა, რომელსაც რიგითობით მას ლევან მგალობლიშვილი მოყვება. დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე სესიაზე უნდა იმსჯელონ. 

 

 

დღის ამბები