18 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ათონელის რეზიდენციაში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა

ათონელის რეზიდენციაში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იმყოფებოდნენ - იქამდე პრეზიდენტ "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები შეხვდნენ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს სამომავლო გეგმები და "სახალხო პარლამენტის" იდეა გააცნო. "ლელოს" ლიდერმა ხუთ - პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. ერთ-ერთი "სახალხო პარლამენტის“ შექმნას ითვალისწინებს, რომლის საპატიო თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძის აზრით, სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს.

"სახალხო პარლამენტის" იდეა არის პირობითი დასახელება. ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს და მინდა გითხრათ, რომ შეხვედრიდან ძალიან კმაყოფილი გამოვედი. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა და მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გააკეთებს ბრიფინგს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები