18 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა
გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს გრიგორი კარასინი აღარ დაიკავებს. 70 წლის დიპლომატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოსთან კრემლის მთავარი მომლაპარაკებელი იყო, მუშაობას რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში განაგრძობს.
 
გრიგორი კარასინს, რომელიც ლავროვის უწყებაში მოადგილის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა, ევგენი ივანოვი შეცვლის. ივანოვი დიპლომატიურ უწყებაში 1995 წლიდან მუშაობს. იგი საკონსულო საკითხებს კურირებდა.
 
გრიგორი კარასინის მიერ თანამდებობის დატოვებაზე პირველი კომენტარი "კურიერთან" უკვე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. ქართველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაგრძელდება, თუმცა ამ საკითხზე მას ჯერ რუს კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია.
 
 
 
 
დღის ამბები