დღეიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ქვეყნის მთავარი მზვერავის პოსტი, დავით სუჯაშვილისგან ლევან იზორიამ გადაიბარა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი უკვე გაეცნო სამინისტროს თანამშრომლებს და ყოფილ უფროსს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრად დამტკიცებამდე განაცხადა, რომ ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებდა, თუმცა, აღნიშნული თანამდებობის დაკავება ლევან იზორიას, მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა არ შეეძლო, რადგან კანონის თანახმად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტის დაკავება, მხოლოდ იმ პირს შეუძლია, ვინც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია.