გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით ქვეყნის ახალი ვიცე-პრემიერის თანამდებობის რანგში მუშაობას ისევ განაგრძობს, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.
გიორგი გახარიამ მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის მთავარი ამოცანა საქმის ეფექტიანი მართვა, დისციპლინა და ღიაობა იქნება. პარლამენტში ნდობის გამოცხადების შემდეგ გახარიას თქმით, მინისტრთა კაბინეტი მაქსიმალურ კომინიკაციას დაამყარებს - მოქალქეებთან, სამოქალაქო სექტორთან და ბიზნესთან.
ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში, მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, დილის 10 სააათზე გაიმართება.