საქართველოში ევროკავშირის ელჩი ოკუპაციის საკითხს ეხმაურება. კარლ ჰარცლერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი უკვე ცდილობს ბრიუსელის ინფორმირებას, რათა ვითარება სტაბილური იყოს და მდგომარეობა არ გაუარესდეს.
მისივე განმარტებით, ახალი გარემოებები რისკის შემცველია და შესაძლოა, სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგი მოიტანოს.
„ძალიან შეწუხებული ვართ მეც და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. გვაქვს ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია. ახალი გარემოებები რისკის შემცველია და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას. აღნიშნული პროცესები აღქმული უნდა იყოს სერიოზულად და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და არ მოხდეს მისი გაუარესება“, - აცხადებს კარლ ჰარცლერი.