რუსთავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე, დაიწყება.
დისკუსიები ამავე თემასთან დაკავშირებით გუშინ კახეთიდან დაიწყო, სადაც პირველი შეხვედრა გაიმართა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვის ფარგლებში კომისია სხვადასხვა რეგიონში ჯამში 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იღებენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ბუნებრივ ნულოვან პირობებში და საარჩევნო ბლოკების გარეშე ჩატარდება.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებულ პროექტს, ისინი პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებით ითხოვენ.