18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
კახეთში, შრომის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობენ

კახეთში, შრომის კოდექსში  განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობენ.  შეხვედრას, ხელისუფლების, პარლამენტის და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციებისა და სახალხო დამცველის  წარმომადგენლები ესწრებიან.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ შრომის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს.

2019 წლის სექტემბერში, საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება იგეგმება, რომლის მიზანია შრომის კოდექსსა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდეს.

აღნიშნული ცვლილებების ინიციატორია საქართველოს პარლამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ILO-ს მხარდაჭერით, რომელიც დასაქმებულისთვის უფლებრივი სტანდარტის გაზრდას ითვალისწინებს. 

დღის ამბები