18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
სემეკ-ის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. როგორც მილორავამ მედიასაშუალებებთან განაცხადა, ის კომისიაში საქმიანობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

მთავრობამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე  უნდა წარადგინოს კანდიდატი, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას, კანდიდატურა განიხილება. 

დავით ნარმანიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულთან დაკავშირებით მისი კანდიდატურა დამტკიცდება,  მზად არის სემეკ-ის თავმჯდომარის პოზიცია დაიკავოს.

დღის ამბები