18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში 

როგორ იმუშავა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასულ წელს - 2018 წლის მონიტორინგის შედეგები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და " საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" შეაჯამეს. მთავარი მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზებია, რომლებიც ყველაზე გავლენიანი ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში მოხვდა.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც, რომელთა მთავარი ადრესატიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად "ქართული ოცნებაა".

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ სხდომის მასალები საბჭოს წევრებს შორის შეუფერებელ დროს ვრცელდებოდა.  

"სხდომის მასალების გავრცელება საბჭოს წევრებს შორის ძირითადად ხდებოდა წინა ღამეს, სხდომამდე, ან არასამუშაო დღეებში. სავარაუდოდ, ეს იყო ხშირ შემთხვევაში სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებს, რომლებიც გავლენიან ჯგუფთან არ არის შეკრული, პრობლემები შექმნოდათ საქმიანობაში. პრობლემა ასევე დარჩა და დღემდე არის ეს პრობლემა, რომ საბჭოს ოქმების გამოქვეყნება აღარ ხდება ვიდეოს სახით, აუდიომასალა ქვეყნდება მხოლოდ და მხოლოდ, არა და მნიშვნელოვანი ის გარემო აღქმადი იყოს დაინტერესებული ჯგუფებისთვისაც და ზოგადად საზოგადოებისთვის,“ - აცხადებს გიორგი გვილავა. 

 

 

დღის ამბები