18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
„ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო მეგობრები არიან“ - იოჰანეს ჰანი

„ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო მეგობრები არიან“, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით და ასევე, ურთიერთთანამშრომლობა სტრატეგიული მიმართულების კუთხით - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა იოჰანეს ჰანმა გიორგი გახარიასთან.

ევროკომისარმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მოწინავე ქვეყანაა.

"ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო მეგობრები არიან, ვადასტურებ, რომ პრემიერთან ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის უფრო გაღრმავების შესახებ, ისეთი პოტენციალის გამოყენებითა და მატერიალიზაციით, რომელიც მიმდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით და ბევრი იმ შესაძლებლობით, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამოქმედებული. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას, სტრატეგიულ მიმართულებებს. ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა და მინდა, რომ ეს სტატუსი შენაჩუნდეს“ - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა. 

დღის ამბები