საქართველოს მოსახლეობის 78% ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა - "ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - მოქალაქეების 78%რომ მისაღებია.
გამოკითხული რესპოდენტების 14% მიიჩნევს, მისთვის მიუღებელია, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. მოქალაქეების 8%-მა კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ დაასახელა.