მმართველი გუნდი, "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს რეალურად არ აღიქვამს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი NDI-ის კვლევებს პოლიტიკურად ანგარიჟებულს უწოდებს.
"თავად კვლევაზე ჩვენი დამოკიდებულება იცით, ხშირ შემთხვევაში კვლევის შედეგები დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რომელიც ქვეყანაში იქმნება. რეალური სურათი რა საკვირველია არის დადებული იმ კვლევებში, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას და მუშაობაც შესაბამისად ორიენტირებულია ამ კვლევებზე და არა კვლევებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, რაღაც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული და ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით დამატებით. ჩვენი კვლევები ამბობს, რომ მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა - იგივე დასაქმება, იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რა საკვირველია გამოიწვევდა ამხელა დიდი თანხების შემოტანა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, შესაბამისად დასაქმების ზრდას, მაგრამ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა, მაინც ეს თმა რჩება"- აცხადებს, გიორგი ვოლსკი.