18 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
მოსახლეობის განწყობები და NDI-ის კვლევის შედეგები - ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები

"ეს არის ყველაზე საგანგაშო სიგნალი და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ უკიდურეს გაჭირვებაში," - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყნის მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანა სიღარიბეში ჩააგდო. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ის სურათის შედეგი

"ეს არის ყველაზე საგანგაშო სიგნალი და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ უკიდურეს გაჭირვებაში, ჩვენი მოქალაქეები და ეს არის ქართული ოცნების მთავრობის არასწორი, არა უბრალოდ ეკონომიკური, არამედ ზოგადად პოლიტიკის შედეგი. ბიძინა ივანიშვილმა ასეთ გაჭირვებაში და სიღარიბეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და სამწუხაროდ მოქალაქეები ამბობენ, რომ ისევ მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა, მთავარი გამოწვევა არის ფასების ზრდა" - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ​

NDI-ის კვლევების შედეგებს აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობას არ აქვს იმედი, რომ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება. 

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი


"ჩვენი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამწუხაროდ, ქართული ოცნების მიერ მართულ ქვეყანაში მათ ცხოვრების გაუმჯობესების იმედი არ შეიძლება, რომ ქონდეთ და სწორედ ამას ადასტურებს ისიც, რომ ჩვენ ვხედავთ როგორი კატასტროფული მასშტაბი მიიღო ქვეყნიდან ხალხის გადინებამ, სწორედ იმ ხალხის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, რომ შეიტანონ საკუთარი კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში" - აღნიშინა სალომე სამადაშვილმა. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. 

აკაკი ზოიძე-ის სურათის შედეგი

"ორი მიზეზი არის ზოგადად ამ ქვეყანაში, ეს არის შენარჩუნებული სიღარიბე, უმუშევრობის მაღალი დონე და ის, რომ საჯარო სამსახური და სახელმწიფო მოხელე არის ის კრიტიკული სახე, რომელიც ხელისუფლებას აქვს ამ ქვეყანასთან. მნიშვნელოვანია, რომ თუ საჯარო მოხელე გახდება ადამიანის და მოქალაქის პრობლემების მომგვარებელი, თუ ყველა ჩვენ დაპირებას შევასრულებთ ჩემი აზრით, ეს რწმენა, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, აღდგება" - ამბობს აკაკი ზოიძე. 

 


 

ამავე თემაზე
დღის ამბები