18 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"ზეწოლას ნამდვილად გამოვრიცხავ" - კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს  

თბილისის მერი, კახა კალაძე ამერიკულ კომპანიაზე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს და მთავრობის სურვილი მხოლოდ პროექტის განხორციელების დაჩქარებაა. 

„მე არ ვიცი, ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია ალბათ შესაბამის სამინისტროებთან, თუმცა ზეწოლას ნამდვილად გამოვრიცხავ. ზეწოლა შეიძლება იყო იმ თვალსაზრისით, რომ პროექტი დაჩქარებულიყო და პროექტი განხორციელებულიყო, რადგან ჩვენთვისაც, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ უნდა მოხდეს ვერ მოხდება სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე“ - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში პირდაპირ ადანაშაულებს. ხაზარაძე ამბობს, რომ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნიდან მას შემდეგ გავიდა, რაც ხელისუფლებამ მასთან კონკრეტული პირი გაგზავნა და პროექტისთვის თავის დანებება ურჩია. 

დღის ამბები