დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა თავშესაფრით უზრუნველყოფა და ყველა მათი სხვა დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.
დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს საღამოს 6 საათამდე აძლევენ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ „კურიერთან“ საუბარში აღნიშნა, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს დევნილებთან მოლაპარაკებები აწარმოონ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური კომისია უკვე შექმნილი აქვთ.