18 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პოლიტიკურ პარტიებს 2020 წლის არჩევნებისათვის თამაშის წესებზე შეთანხმებას სთავაზობს

"ევროპული საქართველო" პოლიტიკურ პარტიებს 2020 წლის არჩევნებისათვის თამაშის წესებზე შეთანხმებას სთავაზობს. პარტიამ დღეს კოლეგებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა - წინასწარ დაითქვას, რომ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაზე თანამშრომლობა არ მოხდება.

„ყველა პოლიტიკურ ძალას, სპეციფიურად, იმათ ვისაც აქვს პრეტენზია პრო დასავლურობაზე, ანუ საქართველოს თავისუფლების დაცვაზე, დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია, აპირებენ თუ არა შეუვსონ, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, თუკი ასეთი დადგა, უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს და პრო პუტინურ ძალებს. პირიქით, მოწოდება იყო რომ ეს არ მოხდეს და არ შეუვსონ, მაგრამ ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, აუცილებლად, რომ ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დააფიქსიროს კარგა ხნით ადრე არჩევნებამდე“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

”სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ინიციატივას კონკრეტული პარტიის მიერ, დღის წესრიგის შექმნის მცდელობად აფასებს და ამ თემაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ.  

„არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ლაპარაკი იმაზე, ვინ ვისთან კოალიციაში შევიდა და ვინ ვისთან არა, ეს არის ნაცარქექიობა და არასერიოზული და ამაზე სერიოზულად არც ვფიქრობთ ჩვენ სამოქალაქო მოძრაობაში. ამ ერთი წლის განმავლობაში, მე ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვლება, ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და ახლა ერთ წლით ადრე, უგულავას დაძახილზე, რომ სადღაც პიონერული ფიცი დავდო, ამაზე ძალიან ვბრაზდები და მიმაჩნია არასერიოზულად“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

განცხადება გააკეთა „ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ, რომელიც ამბობს, რომ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში იმ დროსაც კი არ შესულან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა. 

„2011-12 წლებში, როდესაც ბატონი ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე და რიგი დადგა მის სასახლესთან, ახალი მემარჯვნეები ამ რიგს არც გავკარებულვართ, სურვილიც არ გვქონია რიგ მიზეზთა გამო, რომ ამ რიგში ჩავმდგარიყავით და ახლა 8 წლის შემდეგ, დაღმართზე რომ არის უკვე ქართული ოცნების საქმე, ამ დროს კოალიციის შექმნაზე კითხვა დაგვისვა, მე მგონი ყველაფერთან ერთად, პოლიტიკური უმწიფრიბაც იქნებოდა მათის მხრიდან“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 

დღის ამბები