აქცია ”სირცხვილიას” 90-ე დღე პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში ბრალდებული პირების შეწყალების საკითხს დაეთმო. 41-ე დღეს გადაცემის სტუმარი, რომელიც საზაფხულო ფორმატში მიმდინარეობს, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სპიკერი იყო.
ანა ნაცვლიშვილმა, ყურადღება სალომე ზურაბიშვილის მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა. ნაცვლიშვილი ეჭვობს რომ საქართველოს პირველი პირი ვერ იაზრებს საკუთარ პასუხიმგებლობას.
„ნაცვლად იმისა, რომ წინ წაწეულიყო შეწყალების არსებული მექანიზმი, რომელსაც ჰქონდა ხარვეზები, საერთოდ გაუქმდა ეს მექანიზმი. არანაირი გამჭვირვალობა და დასაბუთების მინიმალური სტანდარტიც კი აღარ არსებობს. თავისთავად, შეწყალების განხორციელების დროს, პრეზიდენტი თავად იღებს გადაწყვეტილება. მაგრამ, ეს არ გულისხმობს რომ მას არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგბელობა და არ აქვს ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაში, რომ ანგარიში ჩაგვაბაროს, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება და რა პროცესით მიიღო ეს გადაწყვეტილება. რეალურად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ რაღაცას შეცვლის, ასეთი განცხადება მე მგონი მას არ გაუკეთებია. ვერ იაზრებს, რამხელა პასუხისმგებლობაა მასზე“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, გავრილოვის სისხლიანი ღამის სამი თვის თავზე აქცია “სირცხვილია“-ს ორგანიზატორების ერთი მასშტაბურ აქციაა გამართავენ. აქცია პარლამენტის შენობის წინ, ისევ ერთი მთავარი მოთხოვნით გაიმართება - დატოვოს თანამდებობა გიორგი გახარიამ და პასუხი აგოს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე.