18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელ მხარედ ხელისუფლებას ასახელებს  

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) მოქალაქეებს აზრი 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ჰკითხა. გამოკითხული რესპონდენტების 92% ამბობს, რომ მათთვის, 20 ივნისის მოვლენების შესახებ ცნობილია, 7% ამბობს, რომ არ არის ცნობილი, ხოლო 2% პასუხად „არ ვიცის“ ასახელებს.

მკვლევარების კითხვაზე, ვინ არის უმთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი, იმ მოქალაქეების 92%-დან, რომელთაც სმენიათ 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 43% ამბობს, რომ პასუხისმგებელი მხარე ხელისუფლებაა. გამოკითხული მოსახლეობის 14% ამბობს, რომ ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია, 9% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელი პირი გიორგი გახარიაა, 8% ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 7% ოპოზიციას, 4% ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 2% თავად საპროტესტო აქციის მონაწილეებს. 

დღის ამბები