ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ამ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ დატოვა.
ნათია მეზვრიშვილი 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო, 2017 წლიდან კი შს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.