18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისს გადამეტებული ძალა იყო გამოყენებული - ლორა ტორნტონი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60%-ის აზრით, მთავრობა ცუდად მუშაობს. კვლევა ჩატარდა ასევე 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებაც. როგორც ლორა ტორნტონმა განაცხადა, კვლევის შედეგები აჩვენებს იმას რომ ხელისუფლებამ შემდგომში უნდა უზრუნველყოს მეტად მშვიდობიანი პასუხი მსგავსი ტიპის აქციებზე.

„მოსახლეობას დავუსვით კითხვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომელიც 20 ივნისის რამეს, პარლამენტის წინ განვითარდა. 55%-მა გვიპასუხა რომ ხელისუფლებაა, რვა პროცენტმა ნაციონალური მოძრაობა, ხოლო 7%-მა ოპოზიცია დაასახელა. მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ გადამეტებული ძალა იყო გამოყენებული, ხოლო ვინც ეს გააკეთა მათ მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა. ეს კი მესიჯია მთავრობისთვის, დროულად მოახდინოს რეაგირება, მათ მიმართ ვინც აქციაზე უფლებამოსილებას გადააჭარბა, რათა შემდგომში მოხდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება“ -განაცხადა ლორა ტორნტონმა.

კვლევის შედეგების შესახებ შეფასება გააკეთა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ”CRRC - საქართველოს” პრეზიდენტმა, კობა თურმანიძემ.

„იუსტიციის სახლები, რომელიც ტრადიციულად, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, ხოლო წარუმატებლობის ასევე ტრადიციულად, სამწუხაროდ არის პარლამენტი და სასამართლო. ასევე, სამწუხაროდ, ეს არის ის ინსტიტუტები, რომელიც დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსახლეობის აზრით, მათი საქმიანობა კარგად არ ფასდება“ - განაცხადა  კობა თურმანიძემ. 

დღის ამბები