18 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
„კვლევის სიზუსტეზე კომენტარს არ გავაკეთებ, შეიძლება ზუსტია, შეიძლება არა" - ვანო მაჭავარიანი 

„კვლევის სიზუსტეზე კომენტარს არ გავაკეთებ, შეიძლება ზუსტია, შეიძლება არა" - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა, დღეს, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შესახებ გააკეთა.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაცილებით ზუსტ კვლევებს ახორციელებს სტატისტიკის დეპარტამენტი და ასევე სხვა უწყებები. 

„კვლევის სიზუსტეზე კომენტარს არ გავაკეთებ, შეიძლება ზუსტია, შეიძლება არა. მე გეტყვით, რომ აი ის ეკონომიკური საკითხები, რაც გადმოყვანილია სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. ამ საკითხებზე გაცილებით ზუსტი და კვალიფიციური, იმიტომ კი არა, რომ ამ შემთხვევაში NDI-ს ნდობის საკითხია, თუმცა იყო ნდობის საკითხი, რომც არ იყოს ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაცილებით ზუსტ კვლევებს ახორციელებს სტატისტიკის დეპარტამენტი და ასევე სხვა უწყებები,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.    

 

 

 

 

დღის ამბები