"სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი შეიზღუდება პარლამენტში შემოსვლა,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იმ გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც, დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეიზღუდება.
„შემოვარდნები, განხილვების დროს, სასტვენების შეძახილები. პარლამენტს რაც არ უხდება და არ ახასიათებს, რასაკვირველია, არ უნდა იყოს დაშვებული. აქვს ამის დისკრეცია და უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი შეიზღუდება პარლამენტში შემოსვლა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო პარლამენტის შენობაში საშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული. მათი თქმით, ამ ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა.