ქართული ოცნების დეპუტატი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს. რეზო არველაძე მმართველი გუნდიდან ჯერ-ჯერობით ერთადერთია, ვინც სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომა ღიად მოითხოვა. იმის გამო, რომ ზურაბიშვილმა სკანდალურ შეწყალებებზე განმარტებები არ გააკეთა, არველაძე მზადაა შეუერთდეს ოპოზიციას და პრეზინდეტის იმპიჩმენტს ხმა მისცეს.