დღევანდელი მოსმენა პარლამენტში ხმაურით დაიწყო. შელაპარაკება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს შორის მოხდა. ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა, საპასუხოდ ბესელია არაეთიკურ მიმართვაში დაადანაშაულეს.
"არ არის ეთიკური და ცოტა თავი გააკონტროლეთ და გააგრძელეთ კითხვების დასმა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
"ანრი თავი შენ გააკონტროლე ახლა, თავი შენ გააკონტროლე და თავი დაანებე აღმზრდელობით ლაპარაკს ჩემთან," - უპასუხა ეკა ბესელიამ.