საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოსა და ბარბადოსის პრემიერმინისტრ მია ამორ მოტლის შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილმა ფინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ პარტნიორებმა რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში მუდმივად უნდა დააყენონ საქართველოს საკითხი და შეახსენონ არსებული ვალდებულებები.
ბარბადოსის პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.