18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
"საქართველო შესაძლოა დემოკრატიის გზას აცდეს"- კურტ ვოლკერი

საქართველო შესაძლოა დემოკრატიის გზას აცდეს – ამის შესახებ ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი საუბრობს.  დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველო პოლიტიკურად ასე გაყოფილი არასდროს ყოფილა და შიშობს, რომ ქვეყნის დემოკრატიული პროგრესი შეიძლება შეფერხდეს.

მისი აზრით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური არეულობის მოსაგვარებლად საკმარისი დროა. ვოლკერი აცხადებს, რომ შტატებმა და ევროპამ ქართველი პოლიტიკოსები უნდა გააფრთხილონ, რომ ქვეყანა ტრიბალიზმისკენ მიექანება.

"ეს მართლაც შემაშფოთებულია, როდესაც თქვენ გაქვთ ასეთი მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევები, ასეთი მნიშვნელოვანი მისწრაფებები და გესაჭიროებათ მეგობრების მხარდაჭერა და ჩართულობა. უცხოელებისთვის ამის გაკეთება ძნელია, როდესაც ასეთი შიდადაყოფაა,"- ამბობს ვოლკერი.

დღის ამბები