18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"წითელი ხაზები კი არ უნდა გავავლოთ, ჯერ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ საკუთარ ქმედებებზე" - კახიძე შეწყალების საქმეზე

"წითელი ხაზები კი არ უნდა გავავლოთ ჯერ, ჯერ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ საკუთარ ქმედებებზე" - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინციატივას. საუბარია კონსტიტუციურ დონეზე ისეთი რეგულაციების დაწესების შესახებ, რომელიც შეწყალების საკითხზე წითელ ხაზებს დაადგენს. 

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ თუკი პროკურატურა შეწყალების საქმეს დეტალურად არ გამოიძიებს და რეალურ გარემოებებს არ დაადგენს, ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებენ. 

"ახლა საზოგადოების ყურადღების გადატანა, ამ ყოვლად მიუღებელი, აღმაშფოთებელი შეწყალებების შემდეგ, სურთ, რომ რაღაც პროცედურებია დასახვეწი თურმე და კონსტიტუციაში წითელი ხაზები უნდა გავავლოთ. წითელი ხაზები კი არ უნდა გავავლოთ ჯერ, ჯერ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ საკუთარ ქმედებებზე. ამას როცა გააკეთებენ, პროკურატურა ჩაატარებს რეალურ გამოძიებას, არ დაგვჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა, თორემ ევროპული საქართველო მოითხოვს, თუ პროკურატურამ რეალურად არ გამოიძია და არ დაადგინა გარემოებები, ჩვენ მოვითხოვთ უკვე საგამოძიებო კომისიის შექმნას და ჩვენ თვითონ გამოვიძიებთ კავშირები იყო თუ არა პრეზიდენტს, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და შეწყალებულ მსჯავრდებულის ოჯახებს შორის“ - აცხადებს ოთარ კახიძე. 

დღის ამბები