ტყიბულში მეშახტეების გაფიცვას ირაკლი პეტრიაშვილი ეხმაურება. პროფკავშირების თავმჯდომარე მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, საჭიროა სახელმწიფომ არსებული კომპანია ალტერნატიული, კეთილსინდისიერი კომპანიით ჩაანაცვლოს.
ირაკლი პეტრიაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, რომ მოიწვიოს სამმხრივი კომისია და პროფკავშირების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხოს.
"არსებული კომპანია ვერ პასუხობს გამოწვევებს და მე ვფიქრობ, რომ მან თვითონ უნდა დატოვოს ასე ვთქვათ ეს კომპანია და სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა ან თვითონ, ან დავუშვათ მოიყვანოს ინვესტორი, რომელიც განახორციელებს იქ შესაბამის ინვესტიციას. მე ვთხოვ პრემიერ-მინისტრს, როგორც ცალმხრივი კომისიის თავმჯდომარეს, სასწრაფოდ მოიწვიოს სამმხრივი კომისიის სხდომა ერთადერთი დღის წესრიგის საკითხით ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.