18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები და დაშავებული მოქალაქეები - ადამიანები დაზარალებულის სტატუსის მოლოდინში    

20 ივნისის ღამეს "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარმა დაზიანებები თვალის არეში მიიღო. ირაკლი ხვადაგიანი პარლამეტის წინ დააკავეს და მას 9 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. დღეს ის სახელმწიფოსგან დაზარალებულის სტატუსს ელოდება. 

"სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, მოიცილოს თავიდან პასუხისმგებლობა. ამ ფონზე, მაგალითად, მე, ისევე, როგორც სხვა ბევრი მძიმედ დაზარალებული, არ ვართ ოფიციალურად დაზარალებულის სტატუსის მქონენი",- ამბობს ხვადაგიანი. 

16 ადამიანის დაზარალებულად ცნობას გამოძიებისგან "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" ითხოვს. სწორედ, ეს ორგანიზაცია იცავს 20 ივნისის ღამეს დაშავებულთა ინტერესებს. საგამოძიებო უწყება კი დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად სამედიცინო ექპსერტიზის პასუხს ელოდება.

16 კაციან სიაში, რომელიც საიამ პროკურატურას გადაუგზავნა, მოქალაქეებთან ერთად დაშავებული 4 ჟურნალისტიც არის.

20 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელი და 34 ჟურნალისტია. ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა. გამოძიების ფარგლებში  აქციის 20-მდე მონაწილე და 3 სამართალდამცავია პასუხისგებაში მიცემული.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე  

დღის ამბები