რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რეალობა სულ სხვა სურათს აჩვენებს და ამის მიხედვით, რუსეთმა საქართველოს მიმართ, სამხედრო აგრესია განახორციელა.
„რეალობა არის ის, რომ მათ განახორციელეს სამხედრო აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს. ამიტომ, თუ ამ და ასეთ ნარატივებს გავყვებით, რეალობისგან განსხვავებულია. ჩემთვის მისაღები იქნებოდა, რომ კრემლმა, ბატონმა ლავროვმაც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, თვალი გაუსწოროს საერთაშორისო სამართალს და არა მის ე.წ. ინტერესს და მაშინ, მერწმუნეთ, რომ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება იქნება მთლიანად რეგიონში“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში ალიანსთან და კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდება. ამავე ინტერვიუს დროს რუსეთის მთავარმა დიპლომატმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის სურვილიც გამოთქვა.