სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის ღია წერილი გავრცელდა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილს მმართველობის ფორმას უწუნებს და 7 წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს ახსენებს.
ოქრუაშვილის განცხადებით, ივანიშვილის მმართველობით საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკმაყოფილოა. პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილს მისი წარმატებული საქმეების განადგურებაშიც ადანაშაულებს. "გამარჯვებული საქართველოს’’ ლიდერი აცხადებს, რომ ივანიშვილის ძალაუფლება ქართულ იტელიგენციასა და "15 ლარად გაყიდულ" მოქალაქეებზე დგას.
ღია წერილში ირაკლი ოქრუაშვილი მისი დაპატიმრების მიზეზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა მასში ძალა დაინახა, რაც ხელისუფლების დამხობის საფრთხის მატარებელია. დაჭერით კი ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ეს საფრთხე გაანეიტრალა.
პატიმრობაში მყოფილი ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა ივანიშვილს სომხეთის მაგალითსაც ახსენებს და 2020 წლის არჩევნებში დამარცხებას ჰპირდება. მისი თქმით "ქართული ოცნების" მმართველობა მალე დასრულდება, რაც 20 ივნისის ღამემ ნათლად გამოაჩინა.
წერილის დასასრულს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ივანიშვილს მადლობას 2007 წლის ტალახის ჩამორეცხვისთვისაც უხდის.