18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრიდან ახალი დეტალი ხდება ცნობილი

ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრიდან ახალი დეტალი ხდება ცნობილი. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დააკონკრეტა, რომ დეოკუპაციის თემასთან ერთად, ლავროვის ინიციატივით, კოლეგებმა ავიამიმოსვლის აღდგენის თემაზეც ისაუბრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსული მედიის ინფორმაციას, რომ დიალოგი ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. ოფიციალური თბილისი განმარტავს, რომ შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარია იყო.

"იყო ასევე გაჟღერებული მათი მხრიდან, ლავროვის მხრიდან, რომ გარკვეულწილად ეს მან შეხვედრის წინა დღესაც თქვა და დღესაც გაიმეორა, რომ არის შესაძლებლობა, რომ რაღაცა იგივე ფრენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი იყოს. თუ კი ეს იქნება, ჩეენ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მივესალმებით," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები