პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების და მოსამართლეების შესახებ ახალი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დღეს ვანო ზარდიაშვილი ტელეკამერებთან აღარ გამოჩენილა. დეპუტატმა დღის ბოლოს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ზარდიაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა საკუთარი პოზიცია თუ მის რომელ რეპლიკას მოჰყვა ინციდენტი.
დეპუტატი წერს, რომ "რეპლიკა ბესელიას კორუფციულ სქემებში მონაწილეობას გულისხმობდა და არა სხვა რამეს." რაც შეეხება ფარული კადრების გავრცელებას, ზარდიაშვილი განმარტავს, რომ მისი აზრით, ეს ყველაზე უღირსი და მიუღებელი საქციელია.
მოგვიანებით ეს პოსტი ზარდიაშვილმა სოციალური ქსელიდან წაშალა.