რუსეთ - საქართველოს დამაკავშირებელი გზა შეფერხებით ფუნქციონირებს.
ლარსის საბაჟო პუნქტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთი ვერ შემოდის, რის გამოც რუსეთის მხარეს 40-კილომეტრიანი საცობია.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მანქანების ერთი ნაწილი მალფუჭებადი პროდუქტითაა დატვირთული.
რუსეთის მხარე შექმნილ ვითარებას წონის ახალი სისტემის დანერგვით ხსნის. "კურიერმა" დღეს საზღვარი ორივე მხრიდან გადაიღო.