ჰონგ კონგის პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა. ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია სამთავრობო კომპლექსის წინ მიმდინარეობდა.
დემონსტრანტები ქოლგების რევოლუციის 5 წლის თავს მშვიდობიანი აქციით აღნიშნავდნენ. პოლიციამ ძალა მაშინ გამოიყენა, როდესაც მომიტინგეთა ჯგუფმა შენობას ე.წ მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლა. ჰონგ კონგის ცენტრში პოლიციის დამატებითი ძალები და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.