18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
"რუსეთი ივანიშვილს და გახარიას რეჟიმის შენარჩუნებაში დაეხმარება" - ოპოზიცია ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს. ნაციონალური მოძრაობა დავით ზალკალიანისგან ახსნა-განმარტებას იმაზე ითხოვს თუ რა ფორმატით გაიმართა შეხვედრა ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატთან, კონკრეტულად რა იყო ქართული მხარის გზავნილები და რატომ იყო გასაიდუმლოებული მოლაპარაკების როგორც დანიშვნა, ასევე მისი შედეგები.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე თვლის, რომ ზალკალიანის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა არათუ უშედეგოდ, არამედ საქართველოსთვის წამგებიანად დასრულდა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი გზავნილი არჩევნებში ხელშეწყობის თხოვნა იყო.

იგივე პოზიციაზეა  "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავაც. როგორც უგულავა მიიჩნევს, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირდაპირი მოვალეობაა, როგორც თანამოაზრეებთან, ასევე მტრებთან შეხვედრა. თავად ცქიტიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან კითხვების დასმას შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით აპირებს. 

დღის ამბები