2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოშია. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ახალი ფინანსური დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხებს. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წინასაარჩევნოდ მოამზადა.
ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო მდივნის განცხადებით კი ქვეყნის ახალი ბიუჯეტი მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2020 წლის საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა, რათა ქვეყანაში არსებული გამოწვევებისათვის მკაფიოდ ეპასუხა.