18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე" - გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების ბრალდებები მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით 2020 წლის ბიუჯეტი მთავარ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

გიორგი კაკაურიძე ამ შეფასებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ძირითადად, სოციალური ხარჯებია გაზრდილი. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი სწორედ იმ გამოწვევებს პასუხობს და იმ საჭიროებებზეა მორგებული, რომელიც დღეს მოქალაქეებს აწუხებთ.

"ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე, არის ორიენტირებული მაქსიმალურად მოქალაქეებზე, მაგრამ ამავდროულად არის ეკონომიკურად ძალიან დაბალანსებული. ჩვენ არც დეფიციტის ხარჯზე არ ვზრდით მიმდინარე და სოციალურ ხარჯებს, არც კაპიტალური პროექტების შემცირების ხარჯზე. ჩვენ კაპიტალური პროექტების საკმაოდ მაღალი ტემპი გვაქვს. ეს პროექტები იქნება შენარჩუნებული. ტემპი იქნება შენარჩუნებული, თუმცა დამატებითი რესურსი მაქსიმალურად გადანაწილდება მოქალაქეების კეთილდღეობაზე," - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად პარლამენტში უკვე შევიდა. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები