18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
"ხალხი არ ვიცი რას იზამს, გაჭირვებაშია ძალიან“ - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძნობს 

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ 40 მილიონი დოლარის რეზერვის გაყიდვის მიუხედავად, ლარის კურსმა დღეს ისევ დაიწყო ვარდნა. თავად ეროვნული ბანკის კურსით დღეს 1 დოლარი 2 ლარი და 98 თეთრი ღირს, ხოლო კომერციულ ბანკებში მისი ღირებულება უფრო მეტია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასები იზრდება პროდუქტებზე და ეს მათ ყოველდღიურობაზე აისახება. 

„ყველაფერი დოლარის მიხედვით ძვირდება, მოლოდინი არ მაქვს რომ დაიკლებს, პირიქით, იმატებს და იმატებს და ყველაფერი ძვირდება. ხალხი არ ვიცი რას იზამს, გაჭირვებაშია ძალიან“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღეს დილით კი, რამდენიმე მინისტრმა განაცხადა, რომ ლარი დასტაბილურებას დაიწყებდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებიდან რამდენიმე საათში, ლარმა გაუფასურება განაგრძო. 

დღის ამბები