გაერო მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციებით შეშფოთებულია. ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისარი განმარტავს, რომ უკმაყოფილო მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა პრობლემების მოგვარების ნაცვლად აქციებს ძალის გამოყენებით შლის.
გაერო ბოლივიაში, ჩილეში, ეგვიპტესა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში სპეციალურ კომისიას გაგზავნის, რომელიც აქციების დაშლის საკითხს შეისწავლის. ბოლო მონაცემებით დემონსტრაციები 20-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. მოქალაქეები ყველგან მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.
გაეროს უმაღლესი კომისარი რავინა შამდასანი ფიქრობს, რომ ყველა ამ ქვეყანაში პროტესტს ერთი რამ აერთიანებს, მოსახლეობის უკმაყოფილება სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და კორუფციის გამო.