შინაგან საქმეთა მინისტრს რუსთავში სასტიკად მოკლული დავით მუმლაძის საქმეში პოლიციელების მონაწილეობაზე მოუწია პასუხის გაცემა. ვახტანგ გომელაურის თქმით, პოლიციელების ყველა გადაცდომაზე მინისტრი ვერ გადადგება:
"43 000 ათასი თანამშრომელი მყავს და ყველა გადაცდომაზე მინისტრი, რომ გადადგეს, ყოველ თვე მოუწევს მინისტრებს ცვლილება და ეს ნორმალურია? მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე?"- განაცხადა გომელაურმა.
გომელაურის თქმით, დაკავებული სამართალდამცველების უშუალო ხელმძღვანელები სამსახურიდან არ არიან გათავისუფლებულები და მინისტრი ამ ეტაპზე მათი გათავისუფლების საფუძველსაც ვერ ხედავს.
"არცერთი არაა გათავისუფლებული ან რატო უნდა იყონ?"- აღნიშნა გომელაურმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ დავით მუმლაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები.